დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

26/03/2024

დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სოფელ განთიადში, საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება, იცვლება სახურავი, წყლის, წყალარინებისა და ელექტრო სისტემები, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი. პროექტის დასრულების შემდგომ საჭიდაო დარბაზი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მიმდინარე სამუშაოებს რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილე, ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0