დიხაშხოს ცენტრიდან დედათა მონასტრის მიმართულებით ასფალტი იგება

01/08/2016

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს ცენტრიდან დედათა მონასტრის მიმართულებით საავტომობილო გზის 1500 მ-იან მონკაავეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შ.პ.ს წყალტუბო გზასერვისი „ ახორციელებს.
აღნიშნული მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 300 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ გზის საფარის აღდგენის პროცესი ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0