„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს; ყველას, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებდით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარებისკენ.
„არჩევნები ჩატარდა ძალიან დემოკრატიულად და გამჭვირვალედ და შესაბამისის შედეგიც მივიღეთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა
31/10/2016