დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და იმ მოლოდინებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს

19/07/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პეკინში „სარტყლისა და გზის ფორუმზე“ გამოსვლისას, საქართველოს და აზერბაიჯანის, ევროპა-აზიის შემაერთებელი შუა სატრანზიტო დერეფნის სტატუსით მოხსენიებისთვის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს – ორმხრივი და რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და იმ მოლოდინებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განხორციელდა არაერთი საცდელი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ აზია-ევროპის შემაერთებელი უმოკლესი სარკინიგზო მაგისტრალი გადის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიის გავლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0