საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილემ თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს
13/10/2017