დიმიტრი ქუმსიშვილი „Fitch Ratings“ წარმომადგენლებს შეხვდა

07/09/2016

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Fitch Ratings“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0