საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD -ის ექსპერტს იუსტ ვანტომეს შეხვდა. შეხვედრაზე საფოსტო სფეროში დღეისათვის არსებული მდგომარეობა და ევროპელი ექსპერტის მიერ შესამუშავებელი „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებელი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება უნივერსალური საფოსტო მომსახურების სახეობებსა და მისი დაფინანსების შესაძლებლობებზე გამახვილდა.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და EBRD-ის ადგილობრივი ექსპერტი ივან ხოხლოვი ესწრებოდნენ.
ექსპერტებმა შეხვედრები საფოსტო სფეროში მსხვილ საოპერატორო კომპანიებთანაც ჩაატარეს, სადაც ოპერატორების საქმიანობასთან და საფოსტო – საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ექსპერტები ,,ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობას 2 თვეში დაასრულებენ.
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD – ის ექსპერტს იუსტ ვანტომეს შეხვდა
03/08/2016