დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო

10/04/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო დეტალური ინფორმაცია თუ რა საშუალებები არსებობს ყაზბეგში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის ეფექტურად გამოვლენისა და ქვეყანაში უსაფრთხო პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან დაცვის მიზნით.
ყოველწლიურად ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან იზრდება როგორც მგზავრთა რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. 2016 წელს ყაზბეგში 2,6 მლნ-ზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია.
პირველ ვიცე-პრემიერს თან ახლდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0