დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

28/12/2016

დღეს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ყველა დაქვემდებარებული უწყების – მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, სახაზინო, საგამოძიებო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურებისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 800-მდე თანამშრომელმა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლებს საკუთარი ხედვები და მუშაობის მომავალი გეგმები გააცნო.
საუბარი შეეხო 2017-2020 ფისკალურ პოლიტიკასა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე, რომლის მთავარი ამოცანა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და 60 მათგანს დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0