პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, „MEDEF”-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. „MEDEF”-ის დელეგაციას ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კრისტოფ ფონტეინი ხელძღვანელობს. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვა. „MEDEF”-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგული ბიზნეს-გაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან.
დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, „MEDEF”-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა
27/03/2017