პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის კუთხით.
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
20/02/2017