დიმიტრი ზურაბიშვილმა მუხრანისა და ქსნის სამედიცინო ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

18/01/2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუხრანისა და ქსნის სამედიცინო ცენტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები შპს “ტენდექსი“ და შპს “სტარტ+”ახორციელებენ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაწესებულებების შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგ ეზოების კეთილმოწყობა დაიწყება. ამბულატორიები აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო მომსახურების მიღებას შეძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0