დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო

08/01/2018

გიორგი კვირიკაშვილი:
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.
სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელ საქართველოს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0