დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართული მხარის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრების გაცვლას მიესალმება

10/03/2016

დიდი ბრიტანეთის ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ქართული მხარის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრების გაცვლას მიესალმება.

“მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს”, – განაცხადა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა დღეს განხორციელებული დაკავებული პირების განთავისუფლების შესახებ.

“პატიმრების-დაკავებულების გათავისუფლება აჩვენებს მხარეების სურვილს მეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარი საკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, – ნატქვამია ელჩის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.

ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულმა მხარემ, აფხაზეთსა და ოსეთთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრები გაცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0