დიდთოვლობის გამო პირიქითა ხევსურეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა დამთავრდა.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა აწარმოა მოლაპარაკება კერძო კომპანია “SERVICEAIR”-თან,რომელმაც რამოდენიმე რეისი განახორციელა შატილის მიმართულებით.აგრეთვე,შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვეტმფრენით მოხდა მოსახლეობის გადმოყვანა არხოტის ხეობიდან.ხევსურეთში ჩარჩენილ მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას კოორდინაციას უწევდა დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.
დიდთოვლობის გამო პირიქითა ხევსურეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა დამთავრდა
25/12/2017