დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

07/02/2024

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
2024 წლის სამოქმედო გეგმა დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მოიცავს. როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, კომიტეტი, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საკანონმდებლო აქტებზე მუშაობას, საკომიტეტო მოსმენებისა და თემატური მოკვლევის ჩატარებას გეგმავს. სხდომაზე ცნობად მიიღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0