მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლს 21 პუნქტი დაემატა. კოდექსში შესატანი ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა პირველი მოსმენით წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებულ დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების შესაბამის სამოქმედო გეგმასთან. კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები შედის
05/04/2023