საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი, სიმბოლურად, ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09/04/2021