დეპუტატებმა მესამე მოსმენით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მიიღეს

15/11/2023

პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. პროექტის თანახმად, ზუსტდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. მათ შორის, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციები. ასევე იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. რეგლამენტის პროექტით იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესიც და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, ვინაიდან ამას საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0