დეპუტატებმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირეს. ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონის პროექტით იცვლება კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა. კერძოდ, ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება – 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
დეპუტატებმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირეს
30/11/2023