”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი NDI-ის კვლევებს არ ენდობა. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები ადასტურებს მის არასანდოობას.
“2012 წლის კვლევის შედეგებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შანსი, მაგრამ სხვა მოვიდა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შანსი, რომ გარდა იმ მხარდაჭერისა, რომელიც დღეს გვაქვს, არის დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომელთა დარწმუნებასაც შევეცდებით, რომ ჩვენი გზა არის სწორი. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ არ გყავს მერყევი ამომრჩეველი. ადამიანები, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვიჭერენ მხარს იმიტომ, რომ ჩვენი ხედვა მიაჩნიათ სწორად. მათ ესმით, რომ ჩვენ შეგიძლია არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ ვიცით როგორ მოვაგვაროთ მათი პრობლემები. როგორც საშინაო, ისე საგარეო და ეკონომიკური პრობლემები. ჩვენ ვიცით, როგორ მოვუაროთ იმას, რასაც ქვეყნის გაჭირვება ჰქვია”,- განაცხადა ბურჯანაძემ.