დემოკრატიის ფორუმში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩაერთო

23/03/2016

პოლონეთის ქ. გდანსკში გამართულ დემოკრატიის ფორუმში, ევროპის ფონდის მიწვევით, Europe Foundation ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნანა თავდუმაძემ და გურიის ახლაგაზრდული რესურსცენტრის ვიცე პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა, საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
დემოკრატიის ფორუმი, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით, დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას.
საკრებულოს აპრატის უფროსის ნანა თავდუმაძის ინფორმაციით: „ფორუმში მიღებული ინფორმაციითა და ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მიეცემა ახალი შესაძლებლობა გააუმჯობესოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაბამის უწყებაში და უფრო ეფექტური გახადოს სამოქალაქო ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, უკვე გადადგა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები. საკრებულოს სხდომების ონლაინ რეჟიმში ტრანსლირება, სოფლებში საზოგადებრივი ცენტრების გახსნა და ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გააქტიურებასა და სხვადასხვა სექტორების ინტეგრაციას.“ – აღნიშნა ნანა თავდუმაძემ.
დემოკრატიის ფორუმი, ევროპის ფონდის Europe Foundation პარტნიორი ორგანიზაციის ePanstwo Foundation ხელშეწყობით გაიმართა. .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0