დევნილთა სამინისტროში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

05/11/2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილი ოჯახებისთვის, კენჭისყრის პრინციპით, ბინები განაწილდა. დევნილ ოჯახებს ბინები, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსში გადაეცათ. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0