დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორ პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

29/06/2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორ პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ერთობლივ განხორციელებას ითვალისწინებს, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამა სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 14 000 ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0