ხვალიდან დედაქალაქს დასუფთავებისათვის განკუთვნილი ახალი სპეციალური ტექნიკა მოემსახურება. „თბილსერვის ჯგუფმა“ 29 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა 2017 წლის დასაწყისში შეიძინა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად განხორციელდა. ნაგავმზიდი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება, რომელიც მოძველებულ და მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს
დედაქალაქს დამატებით 8 ახალი დასუფთავების მანქანა მოემსახურება

05/08/2017