საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში-IFRI ვახშამ – დებატებზე უმასპინძლეს.
ვახშამ-დებატებს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტეირი დე მონბლიალი უძღვებოდა.
დებატებში მონაწილეობდნენ საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოთი დაინტერესდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკური როლზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, საქართველო და საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორმა პრეზიდენტს გულახდილი და ამომწურავი პასუხებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.
დებატები პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში
21/04/2016