დაცული ტერიტორიების სააგენტომ აქტიურად უნდა განაგრძოს მუშაობა

26/07/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის შედეგები და არსებული გეგმები განიხილა. საუბარი შეეხო ასევე, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხებს. აღინიშნა, რომ 2022 წელი მნიშვნელოვანია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიმართულებით. წელს დაცული ტერიტორიების 100 000 ჰექტრით გაფართოება იგეგმება. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ აქტიურად უნდა განაგრძოს მუშაობა, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და მონიტორინგის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების განვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს მუშაობა გაგრძელდება როგორც პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ახალი თანამშრომლობის დაწყების მიმართულებებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0