დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

08/05/2019

წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, ხოლო 83 ჰა-ზე ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები მოეწყობა. ადგილზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კასს ლენდი” განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიებზე ტურიზმის მდგრად განვითარებას დაადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0