დუშეთის მუნიციპალიტეტში,ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მიმდინარეობდა ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული კამპანიის ორგანიზება დუშეთის მუნიციპალური ხელისუფლების ხელშეწყობით განახორციელა გერმანიის განვითარების ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოხედვა’’-მ.
ქ. დუშეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნარჩენებისგან გაასუფთავეს ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღეს მოწყობილ ეკოვიქტორინაში. აქციში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა,გამგებლის პირველმა მოადგილემ ბექა ღარიბაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლებმა.
აქციაზე ითქვა, რომ ეს არის მასშტაბური კამპანიის ,,დასუფთავების დღე არის ყოველდღე’’ შემადგენელი ღონისძიება, რომელიც პარალელურად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლისისტბაზე, კავთისხევში, ჯვრის მონასტერთან და მამკოდში ჩატარდა.კამპანია მიზნად ისახავს აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება,გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
დასუფთავების კამპანია ,,დასუფთავების დღე არის ყოველდღე”ბაზალეთზე
07/05/2016