დასუფთავების აქცია მოწამეთაში მოეწყო

21/07/2016

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ორგანიზებით მოწამეთაში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გამგეობის თანამშრომლებმა, ა.(ა.)ი.პ. ორგანიზაციებმა და მოხალისეებმა, მოწამეთისა სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმენდეს.
ტყიბულის კომუნალური სამსახურის მიერ ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, რომელიც დაგროვილი ნარჩენების გატანას უზრუნველყოფდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0