დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინიციატივით, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგეობის თანამშრომლებმა გომბორი-ვაზიანის დამაკავშირებელი გზა დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში კახეთის გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი თავად ჩაერთვნენ. აქცია დასუფთავების გარდა მიზნად მოქალაქეთათვის ბუნების გაფრთხილების და ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში მოთავსების მოწოდებას ისახავდა.
ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, უხელტეხილზე დღესვე განთავსდება ბუნკერი და დაგროვილი ნარჩენების გამოტანას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს.
დასუფთავების აქცია გობორი-ვაზიანის დამაკავშირებელ გზაზე
21/09/2016