აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართელოში, თერმული ნისლით დამუშავება იწყება. ინტენსიური მონიტორინგის შედეგად მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობები თერმული ნისლით დამუშავდება.
5 ივნისს, საღამოს 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება
გურიის რეგიონის შემდეგი სოფლები:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო აკეთი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლება.
იმერეთის რეგიონი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი როდინაული.
სამეგრელოს რეგიონი – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: კეთილარი და სუჯუნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე.
მოცემული სოფლების ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
თერმული ნისლით ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმება და საჭიროების შემთხვევაში მანამ გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა. ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge