„ანგარიშვალდებული ორგანოების დაბარება – ეს არის ფრაქციების პრეროგატივა. მათ აქვთ ამის უფლება და შესაბამისად, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები და დარწმუნებული ვარ, არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით დაბარების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლები პლენარულ სხდომაზე გამოცხადდებიან და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.