დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან მოდის

14/03/2016

პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია და ვითარების სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა.

“ამის მცდელობები წინა წლებშიც არაერთხელ იყო, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სხვა რაღაცეებს იყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან მოდის. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ აღმოვჩნდეთ იარაღად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელში”, – განუცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, “უმოკლეს ვადაში გახსნას დანაშაული და კადრების გამავრცელებელი პირები გამოავლინოს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0