საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საბჭოების საინფორმაციო სემინარი გაიმართა თემაზე: „დარგობრივი საბჭოების წევრთა შესაძლებლობების გაძლიერება მათი როლისა და ფუნქციების, პროფესიული სტანდარტების განხილვა-შეფასების საკითხებსა და პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება/განახლების მეთოდოლოგიაში“. სემინარი ორგანიზებულია პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
სემინარი მიზნად ისახავდა საბჭოს წევრებისათვის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სტრუქტურის გაცნობას, მეთოდოლოგიის შექმნას. სემინარის მონაწილეები დამატებით გაეცნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებს ვალდებულებების შესასრულებლად.
გარდა დარგობრივი საბჭოების წევრებისა, სემინარში მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანებების, დარგობრივი სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს პროფესიული განათლების სფეროში დარგობრივი საბჭოების გაფართოებულ როლსა და ფუნქციებზე, საბჭოების განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე, დარგობრივ საბჭოებსა და სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
სემინარზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგობრივი საბჭოების წარმატებულ ფუნქციონირებას.
დარგობრივი საბჭოების საინფორმაციო სემინარი გაიმართა
23/09/2016