დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

25/03/2024

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება განიხილა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საკონკურსო კომისია პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის თანახმად, კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები: ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი და ირაკლი კირცხალია, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი სულხან სიბაშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, უფრაქციო პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა ყუბუსიძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მაია ლიპარტელიანი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლები – უჩა სეთური და ნათია კუპრაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0