მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამია-გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დამია-გეურახში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 1670 მ-იანი გზის მონაკვეთის ორსაფარიან მოასფალტება/მობეტონებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 20 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 3 მაისს დაიწყო და მიმდინარე წლის 19 ივლისამდე დასრულდება. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 394 317 ლარს შეადგენს.
დამია-გეურახში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16/05/2016