დამია-გეურახში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13/05/2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამია-გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დამია-გეურახში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 1670 მ-იანი გზის მონაკვეთის ორსაფარიან მოასფალტება/მობეტონებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 20 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 3 მაისს დაიწყო და მიმდინარე წლის 19 ივლისამდე დასრულდება.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 394 317 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0