მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ კირცხში საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ხიდის რეაბილიტაციას საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობას, სადაც შემდგომში კაპიტალური ხიდი აშენდება და მოხდება ძველის დემონტაჟი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ადიდებულმა მდინარე ხობისწყლმა სოფელ კირცხის ტერიტორიაზე ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინე– სენაკის საავტომობილო გზის 24–ე კმ–ზე ხიდს ბურჯი გამოაცალა და მწყობრიდან გამოიყვანა.
აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა როგორც სატრანსპორტო, ასევე ქვეითი მოძრაობა.
დათო გოგუამ სოფელ კირცხში საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
21/07/2017