დათა ახალაიაზე ინტერპოლის გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება

23/03/2016

დათა ახალაიასთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერპოლის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია წითელი ცირკულარით აღარ იძებნება.
“ეს არის ევროპელების და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების გადაწყვეტილება. ქართულ პროკურატურას შესაბამისი არგუმენტაცია უნდა მიეცა საერთაშორისო პოლიციისთვის. აქ იკვეთება პროკურატურის არაპროფესიონალიზმი”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დათა ახალაიას მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0