დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმირასანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულეს

21/08/2019

დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმირასანის სარწყავი სისტემის და ზედა არხის სათავე ნაგებობა მოინახულეს. სწორედ ამ სათავე ნაგებობებიდან ნაწილდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყალი. აღსანიშნავია,რომ მოსახლეობა მუდმივად საუბრობს სარწყავი წყლის პრობლემაზე. თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის”ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართავას გეგმავენ. ამ ეტაპზე, იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე, დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0