ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, “წლის საუკეთესო თეატრალური მერის“ წოდებით დაჯილდოვდა.
აღნიშნული წოდება დავით შერაზადიშვილს, თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის გადაეცა.
“წლის საუკეთესო თეატრალური მერის“ დიპლომი, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, თეატრის რეჟისორმა, ზურაბ ხვედელიძემ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს საზეიმოდ გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს წოდება გულითადად მიულოცა.
“წლის საუკეთესო თეატრალური მერის” წოდება საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ერგო.
დავით შერაზადიშვილი, ,,წლის საუკეთესო თეატრალური მერის“ წოდებით დაჯილდოვდა
20/03/2019