დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

27/08/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას დაესწრო. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა, შესრულების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და მუნიციპალიტეტების ხელმღვანელი პირებისგან, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ და პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0