ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვედა და იქ არსებული მნიშვნელოვანი საკითხები პირადად მოისმინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს ტანძიაში წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წელს საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება.
წელსვე კეთილმოეწყობა ბაღის ეზოში საბავშვო გასართობი მოედანიც.
შემოდგომისთვის სოფელში არსებული 2 ისტორიული წყაროს რეაბილიატია განხორციელდება.
700 გრძივ მეტრზე მოეწყობა გარე განათების ქსელიც და ამით მოსახლეობას ღამის საათებში უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მიეცემა.
ზემო ტანძიაში წელსვე განხორციელდება არსებული რიტუალების სახლის შემოღობვა და შენობის შიგნით ფილების დაგება.
დავით შერაზადიშვილი სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდა
21/06/2017