დავით შერაზადიშვილი სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა

05/07/2019

საბჭოს ახალ შემადგენლობაში გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, რომლებიც მერს პროექტებს, ინიციატივებს, რეკომენდაციებს წარუდგენენ და მუნიციპალიტეტის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან. დავით შერაზადიშვილმა საბჭოს სრული ნდობა გამოუცხადა და წარმატებული თანამშომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე არჩეულ იქნა საბჭოს ახალი თავმჯდომარე შოთა რეხვიაშვილი. ასევე წევრებმა, მერთან ერთად, მომავალი სამუშაო გეგმის დეტალებიც განიხილეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუშაობას 2015 წლის ადგილობრივი თვითმართველობის ცვლილებების საფუძველზე ახორციელებს და მერის სათათბირო ორგანოს წარმოაგდენს. მისი მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობაა.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ მნიშვნელოვანი რგოლის საშუალებით მის საქმიანობას მეტად გამჭვირვალესა და პლურალისტურს ხდის. ჩემი მხრიდან საბჭოს ახალ წევრებს სრული ლეგიტიმაცია აქვთ და ვიმედოვნებ, რომ მათი რეკომენდაციები და წინადადებები დაეხმარება მუნიციპალიტეტს განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში. ვფიქრობ, ერთად მუშაობით მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდებით“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0