დავით შერაზადიშვილი, მოსახლეობას ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში შეხვდა

07/02/2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში შეხვდა.
2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფოლადაურსა და სამწევრისში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა გაგრძელდება სოფელ ბოლნისში.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ზემო ბოლნისში საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის N 654 დადგენილების შესაბამისად, სოფელში კრება ჩაშლილად გამოცხადდა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ზემო ბოლნისში საერთო კრება ხელმეორედ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0