ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელთან და სოფლის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სამებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საავტომობილო გზა და ეკლესიის მიმდებარე მოედანი ასფალტობეტონის საფარით მოეწყო. პროექტის სრული ღირებულება 262 600 ლარია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტი განახორციელა კომპანია „ენ-დი როუდმა“.
დავით შარაშიძემ, სოფელ სამებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
03/08/2022