ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, მაღალმთიან სოფელში, ჩხაკაურაში იმყოფებოდა, ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. მერმა, სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად,, მშენებარე სკოლა და ბეტონის საფარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სკოლა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება, მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.
ბეტონის გზის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, რომელიც საქართველოს მთავრობის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, 297 691 ლარი შეადგინა.
დავით შარაშიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
05/11/2021