„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აბაშის სერვისცენტრში, ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლების ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ფარცვანია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და განსაკუთრებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ საჭიროებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ფერმერთა მხრიდან ინიციატივის მნიშვნელობაზე, რათა მოხდეს თითოეული პრობლემის დროული გამოვლენა და იდენტიფიცირება, შემდგომში შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.
დავით ფარცვანია აბაშაში ფერმერებს შეხვდა
18/09/2019