დავით უსუფაშვილმა სტანისლავ კარჩევსკისთან შეხვედრა გამართა

16/04/2016

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის და სენატის მარშალის ერთობლივი მოწვევით, ქალაქ პოზნანში პოლონეთის გაქრისტიანების 1050 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

პოლონეთში სტრუმრობისას, დავით უსუფაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლონეთი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პოლონეთი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს და მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხნენ.

შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელძღვანელმა ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

ქალაქ პოზნანში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მთავრობას, პრეზიდენტსა და ორივე პალატის მარშალთან ერთად ეროვნული ასამბლეის საზეიმო სხდომას და წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში საიუბილეო წირვას დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0